ლადო პაპავა - ლარის კურსის ვარდნის გამო, ფასების ზრდა იმპორტირებულ პროდუქციას შეეხება, სასურსათო კალათაში კი  80 პროცენტი იმპორტული საქონელია

ლარის კურსის ვარდნის გამო, ფასების ზრდა იმპორტირებულ პროდუქციას შეეხება, სასურსათო კალათაში კი 80 პროცენტი იმპორტული საქონელია, - ამის შესახებ ექსპერტმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში საქართველოს ეროვნული ბანკი მხოლოდ თავის ინტერესებს იცავს.

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ ლარის კურსს ინფლაციაზე ზეგავლენა არ აქვს. ინფლაციისთვის რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ფასების საშუალო დონე სამომხმარებლო კალათაზე. ხოლო სამომხმარებლო კალათაში არის საინტერესო სიტუაცია. სასურსათი კომპონენტი არის 30 პროცენტი მთელი სამომხმარებლო კალათის მაშინ, როცა ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ყველგან 50 პროცენტია. ანუ, ეს ხელოვნურად არის დაწეული. ამის გამო, ის, რომ ტექნიკაზე ფასი არ შეიცვლება, ძვირადღირებულ საგნებზე ფასი არ შეიცვლება, პირიქით, შესაძლოა, გარკვეულწილად შემცირდეს კიდეც, ეს სულაც არ აღელვებს იმ მოსახლეობას, რომლისთვისაც რაღაც ძვირდება. ფასების ზრდა იქნება სწორედ იმ პროდუქტებზე, რომლის ძირითადი მომხმარებელია მოსახლეობა. სასურსათო კალათაში 80 პროცენტი იმპორტული საქონელია. სწორედ ეს სასურსათო კალათა აღელვებს შეჭირვებულ მოსახლეობას“, - განაცხადა პაპავამ.

პაპავას თქმით, ეროვნულმა ბანკმა საკითხს უფრო პრობლემურად უნდა შეხედოს.

„მაგალითად, ჩეხეთმა შეცვალა ინფლაციის თარგეთირება და აქვს ინფლაციის ჰიბრიდული თარგეთირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უყურებს არა მხოლოდ ინფლაციას, არამედ გაცვლით კურსსაც. დამტკიცებულია გაცვლითი კურსის ზედა ჭერი და უყურებს რომ მას არ გადააჭარბოს და იღებს ზომებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მხოლოდ თავის ინტერესებს იცავს. ჩვენი ეროვნული ბანკი არის ფრიადოსანი მოწაფის დეონეზე რა დავალებაც აქვს მიღებული საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ის დაიზუთხა, დაიზეპირა და ხუთიანი მიიღო“, - განაცხადა პაპავამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა