ანონსი  26 მაისი

26 მაისს, 09:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართება.

26 მაისს 10:30 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში, რუსთაველის გამზირზე „გააზიარე ცოდნას“ კონცეფციის ფარგლებში, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. მინისტრი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციართა დახლების დაათვალიერებს და მეწარმეებს გაესაუბრება. ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და „საქართველოს ფოსტის“ პავილიონებს დაათვალიერებს.

26 მაისს, 11:30 საათზე, რუსთაველის ძეგლთან, ბლოკი "ევროპული საქართველოს თავისუფალი დემოკარტების 26 მაისისადმი მიძღვნილი" ფოტო - გამოფენა გაიმართება.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

26 მაისს, 11:00 – 18:00 საათზე, რუსთავლის გამზირი #10 (პირველი გიმნაზიის წინ) სპეციალურად ფრაკნფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი წიგნების გამოფენა გაიმართება.

26 მაისს, 11:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მეტროსადგურ „რუსთაველთან“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

26 მაისს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოქალაქეებს სამინისტროს სტენდთან უმასპინძლებს.

მის: თბილისი, რუსთაველის გამზ.#1-ის მიმდებარე ტერიტორია (თიბისი ბანკის ოფისთან)

საკონტაქტო - თაკო გოდერძიშვილი 577080087

26 მაისს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ახალციხის სტუმრებს სამინისტროს სტენდთან უმასპინძლებს.

მის: ახალციხე, რაბათის ციხის ტერიტორია

საკონტაქტო : ეკა საათაშვილი 577 46 55 26

26 მაისს, 12:45 სათზე, 26 მაისის ბაღში, (მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან) იხსნება ქართველი ემიგრანტების ხსოვნის სტელა. ღონისძიებას დაესწრებიან: პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე.

საკონტაქტო პირი: ირაკლი ვეკუა - 551 198311

26 მაისს, 13:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ალექსანდრე ყიფიანის შთამომავლებს ესტუმრება.

მის: ჭავჭავაძის ქუჩა,მეორე ჩიხი, მესამე კორპუსი.

26 მაისს, 13:00 საათზე, პარტია "თავისუფალი საქართველო" დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნავს.

საკონტაქტო პირი: 599 96 80 88

26 მაისს, 13:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ოზურგეთის სტუმრებს სამინისტროს სტენდთან უმასპინძლებს.

მის: ოზურგეთი, ცენტრალური მოედანი

საკონტაქტო: თამარ მეფარიშვილი 599 58 91 41

26 მაისს, 16:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მარნეულში ჩავა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

26 მაისს, 16:00 საათიდან, შერიგებისა და სამოქალაქო თანაწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ახალქალაქში, დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდება.

26 მაისს, 16:00 საათიდან, შერიგებისა და სამოქალაქო თანაწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მარნეულში, დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდება.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს წარმომადგენლები თბილისსა და რეგიონებში სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

10:30 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, სამინისტროსა და მისი სსიპ-ების მიერ ორგანიზებულ სტენდებს დაათვალიერებს.

10:00-12:00 საათამდე რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება კულტურულ და სპორტულ აქტივობებს.

11:00 საათიდან სოფელ შინდისში ყველა სპორტულ აქტივობას დაესწრება და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

11:30 საათიდან 13:00 საათამდე ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, სადაც წარმოდგენილი იქნება უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტენდები.

16:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს დაესწრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი.

თბილისის მერიის ღონისძიებების პროგრამა:

თბილისის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს. კერძოდ,

საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა - 10:00-19:00 საათი, ილუზიონისტების შოუ, წყლის ბუშტების შოუ, ჯამბაზების შოუ, საცირკო სანახაობა, ზღაპრის გმირები, სახის მოხატვა, პროექტი „მოძრავი პლანეტარიუმი".

საბავშვო საკონცერტო პროგრამა - 12:00-17:30 საათი - "მეკო სტუდიის"კონცერტი, "ბასტი ბუბუს" კონცერტი, "ანა-ბანას" კონცერტი, სტუდია "ჟოზეს" წარმოდგენა, ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა - 17:10 საათი.

სხვადასხვა აქტივობა - 12:00 -18:00 საათი - მსვლელობა/პერფომანსი "დროში მოგზაური ორკესტრი" , დიდი თოჯინა "მაღალი აბელა“, მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი, "Street Art" მარი კახურიშვილთან ერთად.

საკონცერტო პროგრამა: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი Tbilisi Newcomers - 15:00-19:00 საათი, ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ - 10:00-19:00 საათი.

ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეები - 10:00-20:00 - ინსტალაცია - "26 მაისი", ბუშტების ინსტალაცია - 17:10, ორიგამის ინსტალაცია, შუშის ინსტალაცია - "ფერადი კედელი", შუშის ინსტალაცია - "ლამპიონი", გამოფენა - "თბილისის ისტორია".

საინფორმაციო სტენდები და საგამოფენო სტენდები - „იცით თუ არა რომ“, „ჩვენი დროის ადამიანები”, „ქალები საქართველოდან”, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები, „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - 17:10 საათი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა