მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

26 მაისს, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 26 მაისს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდება და მთავრობამ მისი სახელობის სტიპენდიის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

„ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული დღეა. გადაწყვეტილება მივიღე, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით იყოს წარმოჩენილი საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად, ყველა რეგიონში ჩატარდება ღონისძიებები. ამასთან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე სიახლე შემოგვაქვს 26 მაისის აღნიშნის პერიოდში, გარკვეული სიურპრიზებიც იქნება. ამასთან ერთად, 26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. ადამიანს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაწესოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია“, - განაცხადა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა