ირაკლი კობახიძე - ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვება და შენარჩუნება, არამედ ბევრი ქვეყნისთვის მაგალითის მიმცემი სახელმწიფოს  აშენება

ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვება და შენარჩუნება, არამედ ჩვენს ძალებშია დემოკრატიული, სამართლიანი და დღევანდელი მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის მაგალითის მიმცემი ქვეყნის აშენება, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვინილ ღონისძიებაზე შეკრებილებს და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოცხადებით ასრულდა არამარტო ქართველი ხალხის თავისუფლების საუკუნოვანი ოცნება, არამედ აღდგა ისტორიული სამართლიანობაც- საქართველო დაუბრუნდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც დამოუიდებელი სახელმწიფო.

„ამ დიად დღეს მთელი საუკუნე გვაშორებს, მაგრამ ჩვენი გული სიამაყით ივსება,რადგან ქართველმა ხალხმა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეძლო არამხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვება, არამედ იმ დროისთვის პროგრესული, მოწინავე და ღირსეული სახელმწიფოს შექმნა .საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო, არის და დარჩება ჩვენი ხალხის სამართლიანი სიამაყის საგნად.

ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ კვლავაც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. როგორც 100 წლის წინ, ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია არამხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვება და შენარჩუნება, არამედ ჩვენს ძალებშია დემოკრატიული, სამართლიანი და დღევანდელი მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის მაგალითის მიმცემი ქვეყნის აშენება“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის , საქართველოს მეგობრები და თანამოაზრეები არიან მსოფლიოს ყველაზე მოწინავე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოები.

„დარმწუნებული ვარ, რომ საქართველო მალე გახდება დღევანდელი დემოკრატიული მსოფლიოს ყველაზე მძლავრი და წარმატებული ორგანიზაციების-ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპისა და დასავლური სამყაროს ღირსეულ წევრობასთან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა