აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტერიტორიული მთლიანობის  პატივისცემა არის ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ეფუძნება

ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა, - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

ელმარ მამედიაროვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობის ინტერსებს ემსახურება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებას, მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა