„თავისუფალი საქართველო“ დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯში აღნიშნავს

„თავისუფალი საქართველოს“ წევრები 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდნენ. ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრი ავრცელებს.

„თავისუფალი საქართველოს“ წევრები დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებენ.

„თავისუფალი საქართველო“ ჯერ კიდევ 27 თებერვალს აფრთხილებდა საზოგადოებას დავით გარეჯის შესაძლო გასხვისების შესახებ. ეს საფრთხე აშკარად გამომდინარეობდა იმ დაუფიქრებელი განცხადებებიდან, რაც სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში გააკეთა. მაშინ ჩვენი განცხადება კატეგორიულად უარყო, როგორც ხელისუფლებამ, ასევე - საპატრიარქომ, ხოლო სოციალურ ქსელში პარტია გახდა ე.წ. „ტროლების“ თავდასხმის სამიზნე. სამწუხაროდ, როგორც მოვლენები ადასტურებს, „თავისუფალი საქართველოს“ პროგნოზი მართლდება: საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოდ ადევნებს თვალს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების აქტივობებს და ცდილობს ქართულ საზოგადოებაში შექმნას საინფორმაციო ფონი, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. „თავისუფალი საქართველო“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, გასცეს საზოგადოების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი: აზერბაიჯანული მხარის ბოლოდროინდელი აქტიურობა არის ქართულ მხარესთან შეთანხმებული პროცესი, თუ საქმე გვაქვს მეზობელი სახელმწიფოს თვითნებურ მოქმედებებთან.

პარტია მოუწოდებს აზერბაიჯანულ მხარეს, ნუ დაანგრევს ორ ქვეყანას შორის ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი