ანონსი 27 მაისი

27 მაისს, 10:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს სხდომა და შედეგების მართვის ტრენინგი გაიმართება.

მის: სასტუმრო „მოქსი“-ს საკონფერენციო დარბაზში (ზაარბრიუკენის მოედანი).

27 მაისს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: დავით გარეჯში შექმნილი ვითარება. საქართველოს ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებები. გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმადაც, 28 მაისს აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დავით გარეჯში მსვლელობას გეგმავენ.

მის: ა.წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 მაისს, 10:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

27 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

ბაგრატოვანთა დარბაზში (A კორპუსი III სართული)

27 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიმართ განაჩენი გამოცხადდება.

27 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

27 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი განცხადებას გააკეთებს.

თემა: დავით გარეჯში შექმნილი ვითარება. საქართველოს ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებები. გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმადაც, 28 მაისს აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დავით გარეჯში მსვლელობას გეგმავენ.

მის: ა.წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილი განცხადებას გააკეთებს. თემა: 27 მაისს 1 წელი შესრულდება, რაც შვილმოკლულმა მამებმა სიმართლისთვის ბრძოლა დაწყეს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე. საკონტაქტო პირი: 591051601

27 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

27 მაისს, 11:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ქვეწარმავლები თბილისში.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

27 მაისს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება ხელმოწერა მემორანდუმებზე, რომლებიც შეეხება საქართველოში, ქალაქ ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას. მემორანდუმებს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ქართულ კომპანია „აი გრუფს“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანი“

27 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კონკურსის - “შენი ხმა თანასწორობისთვის“ ფინალისტ მოსწავლეებს შეხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სათათბირო ოთახი

27 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს.

A კორპუსი, III სართულის ფოიე

27 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

27 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს მოუსმენენ.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

27 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

27 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

27 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

27 მაისს 14:30 საათზე თბილისში, "სასჯელაღსრულების სპეციალურ პენიტენციურ დეპარტამენტთან" პატიმრის, ავთანდილ სოფრომაძის ადვოკატი და ოჯახის წევრები გამართავენ აქციას. პატიმრის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე,. მასზე ხორციელდება სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.

საკონტაქტო ნომერი: 598555445

27 მაისს, 15:00 საათზე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ბრიფინგს გამართავს.

მის: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო 551662525 თამარა ჯინჭარაძე

27 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე დავით წერეთლის თავმჯდომარეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების კანონიერებაზე მეცნიერების საქმეზე, სხდომას ისტორიკოსს ზაზა აბაშიძისა და საკონკურსკო კომისიის წევრების მოწმის სახით დაკითხვით, გააგრძელებს.

მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კვ.მ #6, სართული 6. დარბაზი #38

საკონტაქტო: 599 291202

27 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

27 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების პროცესი გაიმართება. არასრულწლოვნები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. ამის შემდეგ მოსამართლეთა პალატა სათათბიროდ გავა.

27 მაისს, 19.00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და „სტამბა“ აფუძნებენ დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრს. პრეზენტაციას გახსნიან ვალერი ჩეხერია, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; სპეციალური მიმართვა - დავით კრამერი, „Freedom House”-ის ყოფილი დირექტორი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ფლორიდის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი რუსეთისა და ევროპის საკითხებში;

მის.: სასტუმრო „სტამბა“, მერაბ კოსტავას N14;

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს