ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს - მჯერა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას

მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას ჩვენი ხალხების სასარგებლოდ", - ასე მიულიცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ილჰამ ალიევმა იმ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მეზობელი ქვეყნის პირველი პირი ასევე ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

"აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ჩვენი ხალხის ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ და კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ. კმაყოფილების მიზეზია მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ასეთ მტკიცე ნიადაგს ეფუძნება. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას, ჩვენი ხალხების სასარგებლოდ. ამ შესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობასა და აყვავებას ვუსურვებ“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ილჰამ ალიევი - მჯერა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა