საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ნათაძე და გულნარა ჩაფიძე დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელის მიხედვითაც ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან,-ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერების განვითარებასა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გულნარა ჩაფიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. ნოდარ ნათაძემ და გულნარა ჩაფიძემ მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მათი საქმიანობის დაფასებისთვის.

დაჯილდოების ცერემონიას საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს გაძლიერების ეტაპზე ვიმყოფებით.

,,ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად, მინდა გავიხსენო ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა იმ დროს, როცა არ იყო შესაძლებელი არც დამოუკიდებლობის ხსენება, არც მისი აღნიშვნა. ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს კი, ამ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს გაძლიერების ეტაპზე ვართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა