მევლუთ ჩავუშოღლუ - საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია

საქართველო თურქეთისთვის არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორიც, - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

წერილში მევლუთ ჩავუშოღლუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, „საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტიკცების საწინდარი გახდება.​

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა