მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით, დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს იბარებს

ჭიათურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს იბარებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საკითხს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე დღეს დააყენებენ.

„შეხვედრა მქონდა ჭიათურის მაღაროელებთან. იქ არის ნამდვილად ურთულესი ვითარება, ამიტომ პარლამენტი ვერ დარჩება ამ პროცესების მიღმა და მან აუცილებლად რეაგირება უნდა მოახდინოს. ვითხოვთ, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ხვალ აუცილებლად გამოცხადდეს პარლამენტში და მოგვცეს ინფორმაცია - რამ გამოიწვია ეს ვითარება, რამ მიიყვანა მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე. ამ მოთხოვნას გარდა დეპუტატებისა უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატები“. დღეს ჩვენ დავაყენებთ საკითხს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, რომ გარდა ნიკოლოზ ჩიქოვანისა, პარლამენტში ასევე მოვიდეს ეკონომიკის მინისტრი და გაგვაცნოს ვითარება სამთო მომპოვებელ სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რადგან ეს პროცესები რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს შეიძლება გადადინდეს სხვა სფეროებზეც. სამთო-მომპოვებელ სფეროში მშრომელების ვითარება არის განსაკუთრებით მძიმე და მათი სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. წიაღისეული არ არის არც ერთი დამსაქმებლის შემოქმედების შედეგი, ეს არის საქართველოს ბუნებრივი რესურსი, ამიტომ მისგან მიღებული დოვლათი უნდა იყოს სამართლიანად გადანაწილებული. აქედან გამომდინერე, პარლამენტი უნდა ჩაერთოს და უზრუნველყოს პროცესზე ზედამხედველობა“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და "ჯორჯიან მანგანეზის" დროებით მმართველს იბარებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა