სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს, როგორც იმ კეთილსინდისიერი მოქალაქეების სურვილს დაათვალიერონ ევროპა, ასევე ვნებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ემიგრაციას, დიასპორულ ორგანიზაციებს გაქვთ იმის საშუალება, გაავრცელოთ ის ინფორმაცია, რომ ვინც არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, ის ვნებს იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც ხვალ ექნებათ სურვილი, რომ გაეცნონ ევროპას, მოინახულონ კულტურული ღირსშესანიშნაობები, სამომავლოდ იმათ ხელს უშლიან.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - შეიძლება, ისინი უშლიან ხელს საქართველოს სურათს საზღვარგარეთ. რასაც ჩვენი საზოგადოება, თქვენ და ყველანი ერთად ყოველდღიურად ვაშენებთ, იმას ექმნება საფრთხე რამდენიმე ადამიანის გამო, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ არაჩვეულებრივ საშუალებას.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გითხრათ - მე მწამს, რომ ჩვენი ერთობლივი მომავალი არის ძალიან ძლიერი, ძლიერი საქართველო, ძლიერი ქართველები, სადაც არ უნდა იყვნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა