ანონსი  28 მაისი

28 მაისს, 09:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან გარეჯის მიმართულებით საპროტესტო ავტოკოლონა გაემართება, რომელსაც ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი თანამოაზრეებთან ერთად შეუერთდება.

საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი 558 29 69 80

28 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმროში „იოტაში”, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, რომელიც საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მონიტორინგს ეხება.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

საკონტაქტო: ნანა კეზევაძე 591 930 180

28 მაისს, 09:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

28 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო რუმსის „გარდენ ჰოლში“ - Land O'Lakes International Development-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განაცხადებენ საქართველოში 5-წლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დაწყების შესახებ.

ღონისძიებას დასწრებიან: ელიზაბეტ რუდი - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქრისტინ სტროსმანი - კანცლერი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ-ის საელჩო თურქეთში, იეტონ სტაროვა - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მის: მერაბ კოსტავას 14

28 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, სასტუმროში „ჯორჯიან პალას ოტელ ქობულეთი“, ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.

მის: ქობულეთი, აღმაშენებლის ქ.275

საკონტაქტო: 595 558181- ხათუნა მანწკავა.

28 მაისს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ნიუ-იორკში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი, ნიკა ჩხეიძე და „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ყოველწლიური დიასპორული ფორუმი. ქართული სათვისტომოების გაძლიერების მნიშვნელობა და შეთავაზება ხელისუფლებას.

მის: ა.წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 მაისს, 10:30 საათზე, “პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნანა სანაია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პაციენტთა უფლებები, ამ მხრივ ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები და ექიმთა მიმართ გატებული სანქციბი - მხოლოდ ტრენინგები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

28 მაისს, 11:00 საათზე, უფლებადამცველები იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს “ტოპნიუსის” პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ადვოკატები იტალიის ციხეში ნაცემი პატიმრის უმძიმეს მდგომარეობაზე ისაუბრებენ და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

მის: ქუთაისი, დუმბაძის #4

საკონტაქტო: ირაკლი ვაჩიბერაძე 598 98 49 59

28 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და ავიაკომპანია SKY UP-ის გენერალური დირექტორი ევგენი ხაინადსკი.

თემა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP-ის შემოსვლა.

28 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თეიმურაზ ტუღუშის თავმჯდომარეობით, საქართველოს პარლამენტის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს.

თემა: იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე 15000 ჯარიმის გაუქმება.

მის: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა 8/10 - მ. აბაშიძის ქუჩა 16/18

საკონტაქტო: 599 291202

28 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიასთან სანდრო ბარამიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერების გაკვრის პრობლემა, მთაწმინდის რაიონში.

საკონტაქტო:თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

28 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ახალი პროდუქტის -ფასების კალეიდოსკოპის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ტექნოპარკი, ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა.

28 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ახალი სარჩელი „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ, რითაც ტელეკომპანიისგან 70 მილიონს ითხოვენ.

მის: ა.წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 მაისს, 11:00 საათზე, შრომით საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

28 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

28 მაისს, 11:30 საათზე, 100 მილიონი დოლარის მითვისებისთვის ჯგუფურ კიბერდანაშაულში ბრალდებულ ალექსანდრ კონოვოლოვის ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

28 მაისს, 12:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე გუდიაშვილის ქუჩის 9 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდება.

28 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

28 მაისს, 12:00 საათზე, კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები, თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე - ე. წ. ჩანჩქერთან საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი ადგილია საქართველოში.

საკონტაქტო: ლანა გიორგიძე 598 467070

28 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: ათონელის ქ. N 25 (შემოსვლა სანაპიროს მხრიდან).

28 მაისს, 13.00 საათზე, რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება პრესკონფერენცია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.

მის: ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 112

28 მაისს, 14.00 საათზე, თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებას სახელწოდებით "ქალები ბრძოლის გზებზე-განსხვავებული პროფესიები თანასწორობისთვის" გამართავს.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა წოდების სამხედრო მოსამსახურე ქალები და თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში მომუშავე მძღოლი ქალები.

28 მაისს, 16.00 საათზე, პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კერძო სექტორის ტოპ მენეჯერები და სფეროში მომუშავე სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: თელავის ქუჩა #20, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“

საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი 577 244 085

28 მაისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება გივი ალხაზიშვილის პოეტური კრებულის „თანმდევი სუნთქვა“ წარდგინება.

მის: მწერალთა სახლი. ი. მაჩაბლის ქ. #13

ტელ: 032 297 41 02

28 მაისს, 21:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მოეწყობა ღონისძიება - „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე გაუძღვებიან. ღონისძიებას კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროს ინსტიტუციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: რუსთაველის გამზ.3

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა