შვეიცარიის პოლიცია საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკვეთას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, კომპანია „ელსელემა“ ასრულებს, რომელიც პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს და აქსესუარებს დამკვეთს ერთ კვირაში მიაწვდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქართული კომპანია მრავალი წელია, წარმატებით ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისათვის, აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსათვის. 2011 წლიდან პარალელურად დაიწყო ექსპორტი საერთაშორისო ბრენდების “KOTON”, “MONCLER” “DAMAT და „CHAMELEON“ პროდუქციის წარმოებით.

„აღსანიშნავია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ლანჩხუთში ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 120-ზე მეტი ადამიანი.

შპს „ელსელემა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1.2 მლნ ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა