გლდანი-დიღმის ხიდზე საცობია, გზები დატბორილია

დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი ხიდზე, რომელიც უამინდობის გამო გადაკეტილი იყო, ამ წუთებში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა ავტომობილები შექმნილი საცობის გამო, შეფერხებით გადაადგილდებიან.

ხიდის მიმდებარე ტერიტორია დასეტყვილია და უხვი ნალექის გამო, გზები დატბორილია. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ საგზაო მოძრაობას.

იხილეთ ვიდეო: გლდანი-დიღმის ხიდზე მოძრაობა გაიხსნა