ღონისძიება - „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ღონისძიება - „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე უძღვებოდნენ. ღონისძიებას კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროს ინსტიტუციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ღონისძიების ფარგლებში შედგა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. აპლიკაცია ანდროიდ პლატფორმისთვისაა შექმნილი, რომელზეც საქართველოს კულტურული მარშრუტებია დატანილი. მისი დახმარებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს ვიზიტი სერთიფიცირებული კულტურული მარშრუტების ფარგლებში. მომდევნო ეტაპზე აპლიკაცია iOS პლატფორმისთვისაც მომზადდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საერთაშორისო და ახალი კულტურული მარშრუტების მმართველ ორგანიზაციებს სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცა. ასევე, მოეწყო ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის პირველად მომზადებული კულტურული მარშრუტების ეროვნული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.

2021 წელს საქართველო ევროპის საბჭოს ყოველწლიურ მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტმა მასპინძელ ქალაქად ქუთაისი დაასახელა. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას ევროსაბჭოს ქვეყნების 300-მდე დელეგატი (მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, კულტურის სფეროს მსხვილი ინსტიტუციების ხელმძღვანელები, ექსპერტები) დაესწრება.

ღონისძიება ინტერაქტიულმა 3D შოუმ დაასრულა.

კულტურული მარშრუტი კულტურული, საგანმანათლებლო, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ერთობლივი თანამშრომლობის პროექტია; მისი მიზანია მარშრუტის ან მარშრუტების სერიის შექმნა და ხელშეწყობა, რომელიც საერთო ევროპული ღირებულებების კულტურულ კონცეფციას ემყარება. კულტურული მარშრუტები ხელს შეუწყობს საქართველოს სწორ პოზიციონირებას როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო კულტურულ რუკაზე.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა