ქეთევან ციხელაშვილი - ბერლინის კედლის დაცემა ჩვენთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს, რომ ახალი კედლები, რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერაა აღმართული, იგივე ბედს გაიზიარებს

საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება“, - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომლითაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პორტუგალიაში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე ESTORIL CONFERENCES – GLOBAL CHALLENGES, LOCAL ANSWERS წარსდგა. ამის შესახენ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სესია, სადაც ქეთევან ციხელაშვილი ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან და World Leadership Alliance - Club de Madrid-ის მოქმედ პრეზიდენტთან ვაირა ვიკე-ფრეიბერგასთან და ნობელის პრემიის ლაურეატთან სვეტლანა ალექსიევიჩთან ერთად გამოვიდა, იმ გამოწვევებს მიეძღვნა, რომლებიც მსოფლიოს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლისთავზე აქვს. სესიის მოდერატორი მწერალი და ცნობილი ჟურნალისტი, „ლოს-ანჯელეს თაიმსის“ სპეციალური კორესპონდენტი გერმანიაში ერიკ კირშბაუმი იყო.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სირთულეებზე, რომელთაც საქართველოს მოსახლეობას ოკუპაცია და ხელოვნური ბარიერები უქმნის. მიმოიხილა გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც უწევს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნა, რომ მავთულხლართები სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო ძალისხმევით აუცილებლად დაიძლევა.

„ბერლინის კედლის დაცემა ჩვენთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს, რომ ახალი კედლები რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, იგივე ბედს გაიზიარებს. ეს კედლები არის მავთულხლართები, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის შემოსაზღვრული. ისინი ასზე მეტ სოფელზე გადის და აქ მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან ჰყოფს. გარდა გაყოფისა, მოსკოვი ადგილზე რეგიონის რუსიფიკაციის მცდელობას ახდენს. ყველაზე ცნობილი ხერხი, რომელსაც კრემლი იყენებს, უკანონო პასპორტიზაციაა.

მოსკოვს უნდა, რომ მეზობელი ქვეყნები რუსეთის ორბიტაზე დარჩნენ და არ გადაუხვიონ უფრო სასურველი მიზნების მისაღწევად, მაგალითად როგორიცაა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინსტიტუტები. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის ეს არა მხოლოდ არჩევანი, არამედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ვინაიდან ახალი კედლები მთელ მსოფლიოში არსებობს, ჩვენ უნდა მივმართოთ გზას, რომლის საშუალებითაც გლობალური სამართლიანობისათვის ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკოსები განსხვავებებს გვერდით გადადებენ. საკუთარ თავებს უნდა ვკითხოთ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ დემაგოგიური რიტორიკა დავამარცხოთ და ამავდროულად, ადამიანების რეალურ მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხი გვქონდეს. უნდა დავსვათ კითხვა - რამდენად წინ წავედით მეოცე საუკუნის ტრაგიკული მოვლენებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ?

აღსანიშნავია ის, რომ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის სტუმრები იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი გამოცემების ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი მეთაურები. მათ შორის, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა, ხორვატიის პრეზიდენტი-კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი დანილო ტიურკი, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს მესა, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტადტი, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ცნობილი ჟურნალისტი ფარიდ ზაქარია ( რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ გამოცემებში: New York Times, the Wall Street Journal, The New Yorker, CNN, Foreign Affairs, Newsweek International და ა.შ).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა