ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე კიბერშეტევა განხორციელდა და თანხა მიითვისეს, ბანკში კი განმარტავენ, რომ  მომხმარებლის ანგარიშები დაცულია

ადვოკატი და უფლებადამცველი გიგი სისვაძე „საქართველოს ბანკს" მომხმარებელთა ანგარიშების უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების არარსებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის მაისში ჰაკერული შეტევების შედეგად საბანკო ანგარიშების გატეხვის ათეულობით ფაქტი დაფიქსირდა. გიგი სისვაძემ ადვოკატ დავით მეტრეველთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ერთ-ერთი დაზარალებული სოსო სეფაშვილიც ესწრებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, მიმდინარე წლის მაისის თვის დასაწყისში სოსო სეფაშვილის ანგარიშიდან ჰაკერული გზით, ე.წ. ფიშინგით სოლიდური თანხის მითვისება მოხდა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში დაზარალებულის მხრიდან ინტერნეტ ვებ-გვერდზე შესვლა, ან მონაცემების მითითება ე.წ. ხაფანგ გვერდებზე არ დაფიქსირებულა და აღნიშნულს ვერც თავად ბანკი ადასტურებს. ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ანგარიშზე კიბერშეტევა განხორციელდა და ანგარიშიდან სოლიდური თანხის მითვისება მოხდა.

„აღმოჩნდა, რომ საქართველოს სოლო ბანკს უსაფრთხოება საერთოდ არ აქვს დაცული. 2019 წლის 22 მარტს მიიღო ბრძანება ეროვნულმა ბანკმა კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს დამკიცების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს ბანკის ვალდებულებას, რომ შეიმუშაოს კონცეფცია და უზრუნველყოს მის ანგარიშებზე დაცული თანხების უსაფრთხოება. ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ეს დადგენილება და რეგლამენტი „საქართველოს ბანკს“ საერთოდ არ აქვს დაცული და მათ ანგარიშებზე არსებული თანხები არის დაუცველი. ჩემი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკი" კიბერშეტევის შეჩერებას ვერ ახერხებს შესაბამისი დამცავი მექანიზმებით. არის ათეულობით შემთხვევა, საკმაოდ სოლიდური თანხების ჩამოჭრაზეა საუბარი. ათეულობით დაზარალებული ადამიანი გაურკვეველ მდგომარეობაშია", - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება საქმის სამართლებრივ ჭრილში გაგრძელებას, ადვოკატის თქმით, მათ უკვე მიმართეს ეროვნულ ბანკს, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება.

აღნიშნულ ბრალდებას უპასუხეს „საქართველოს ბანკში“.

"საქართველოს ბანკის“ მომხმარებლის ანგარიშები დაცულია. სამწუხაროდ, სოსო სეფაშვილი შეყვანილი იყო შეცდომაში. მან თავად გააზიარა საკუთარი საბანკო მონაცემები და შედეგად, კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა. სოსო სეფაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ კომპლექსური, გლობალური მასშტაბით მოქმედი ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის წევრები იდენტიფიცირებულნი არიან. მათი ნაწილი კი დაკავებული. რაც შეეხება მომხმარებლის ინფორმირების კუთხით საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მომხმარებლის ინფორმირება სოციალური ქსელის მეშვეობით ჯერ კიდევ 19 მარტს დაიწყო, ასევე 25 მარტს მოხდა მომხმარებლის დამატებითი ინფორმირება მობაილბანკის მეშვეობით. აპრილში კი დაიწყო აქტიური კამპანია ბანკის ყველა საკომუნიკაციო რესურსის გამოყენებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანკის ნებისმიერი კლიენტის ანგარიშების უსაფრთოება, ამიტომ მომხმარებელს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, დაიცვან შემდეგი რეკომენდაციები:

არავის გაანდოთ თქვენი პირადი მონაცემები − ბარათის ნომერი, პინკოდი, CVV კოდი, ინტერნეტბანკსა თუ მობილბანკში შესასვლელი სახელი / პაროლი;

არ შეინახოთ ინტერნეტბანკში შესასვლელი სახელი / პაროლი მობილურში, კომპიუტერში ან ისეთ ფაილებში, რომლებზე წვდომა თქვენს გარდა, სხვა ადამიანებსაც აქვთ;

თუ ინტერნეტში / სოციალურ სივრცეში ბმულზე დაჭერისას ბანკის სახელით მოგთხოვენ მონაცემების შეყვანას, დაგვიკავშირდით ნომერზე − 2 444 400-ზე და აუცილებლად გადაამოწმეთ წყარო“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა