მიხეილ ბატიაშვილი - პროექტს „მომავლის განათლება“ - აშშ-ში ტექნოლოგიური მიმართულების წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარვადგენთ

განათლების სფეროში განხორციელებული პირველი პილოტირებული პროექტები აშშ-ში იქნება წარდგენილი - მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სილიკონ ველიში, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნისაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პროექტის უპრეცენდენტო მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომ ტექნოლოგიების სფეროში ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება.

მინისტრის თქმით, ეს იქნება საუკეთესო ნიმუში, თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდები გადამზადდნენ, მიიღონ თანამედროვე ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმდნენ ისეთ საერთასორისო და გლობალურ პროექტებში, რომელშიც დღეს ათეულობით ადამიანია დასაქმებულია მაღალანაზღაურებად სამსახურში.

„შემდეგ კვირას ჩვენთვის იწყება ახალი ეტაპი, რადგან დადგეგმილი გვაქვს პირველი პილოტირების ქართული პროექტებით წარვადგეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვდრები ამერიკის სილიკონ ველზე, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზებთან და ვფიქრობთ, რომ საქართველოში დაბუნების შემდეგ საერთაშორისო მხარდაჭერითა შემოდგომაზე დავიწყოთ ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა ჩვენს სკოლებში და უნივერსიტეტებში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდება ქართული იდეების, ქართული ბიზნეს პროექტების გლობალურ ბაზარზე გატანა, რომლის განხორციელება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია.

„მოხარული ვართ, რომ ფუძნდება ფონდი, რომელიც იქნება საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ცოდნა იქცეს წარმატებულ პროექტად და საქართველოში დაბადებული პროექტი გახდეს აღიარებული.

ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ ვმუშაობდით კონკრეტულ სკოლაში და საუნივერსიტეტო პროგრამაზე თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ განათლებას, რომელმაც უნდა მოგვიტანოს მაღალი დონის და მაღალი ხარისხის განათლება. ჩვენ რეალურად არ გვაქვს მოსაცდელი დრო, ამიტომ ისეთი ნაბიჯები უნდა განვახორციელოთ, რომელიც ქართულ განათლებას გახდის ხვალინდელი დღეს. ამიტომ, ჩვენ, სამინისტროში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, დავასრულეთ ერთი ეტაპი, რომელიც სწორედ ხვალინდელ განათლებაზეა ორიენტირებული და რომელიც ყველაზე მეტად ორიენტირებულია ტექნოლოგიებზე და მომავალი თაობის განვითარებაზე და ცოდნის მიწოდების ხარისხის გაზრდაზე“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა