მენი ბენიშმა - სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული

ტექაბის აკადემიისა და დეველოპური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მენი ბენიშმა საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალური გახსნა შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მენი ბენიშის აზრით, ეს სიახლე ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან უხსნის წვდომას და მან ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ბავშვები ტექნოლოგიებით ადრეული ასაკიდან დაინტერესდნენ.

„სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია. მსოფლიოს მომავალი დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბოლო წლებში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ცვლის მსოფლიოს. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა საქართველოში შევქმნათ ეს ცოდნა, უნდა დავიწყოთ საბავშო ბაღებიდან, რათა განვითარდნენ ამ მიმართულებით.

ჩვენ ტექნოლოგიებით უნდა დავაინტერესოთ ბავშვები სამი-ოთხი წლიდან. ეს პროცესი ბაღებიდან გადავა სკოლებში, სკოლებიდან აკადემიაში და ეს მომავალში განვითარებამდე მიგვიყვანს. ჩვენთან უკვე დასაქმებულია 22-23 წლის 35- მდე ბავშვი, რომლებმაც ისწავლეს 6 თვე და აქვე დაიწყეს მუშაობა სტარტაპებში.

როცა ბავშვი მიხვდება, რომ ტექნოლოგია ცვლის მსოფლიოს, ცვლის მედიცინას, ტრანსპორტს, მშენებლობას და ზოგადად ყველაფერს ცვლის, მას ექნება მონდომება, რაც მსოფლიოსაც შეცვლის და საქართველოსაც შეცვლის“, - განაცხადა მენი ბენიშმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა