დევიდ ზერა - განათლების სისტემაში ტექნოლოგიების ჩართვასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვა შთამბეჭდავია

გლობალური სტარტაპ ფონდის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც ქართულ სტარტაპებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან უხსნის წვდომას, ციფრულ ტექნოლოგიებში საერთაშორისო ექპერტმა დავიდ ზერამ პროექტის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„განათლების სისტემაში ტექნოლოგიების ჩართვასთან დაკავშირებით მინისტრის ხედვა შთამბეჭდავია. ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია მოხერხდეს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა და წარმატებით გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში, ტექნოლოგიები ამარტივებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას, ხოლო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ნიშნავს იმას, რომ მომავალი თაობა შექმნის კიდევ უფრო დახვეწილ და უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და მოხარული ვარ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩართულობით, იმ ინვესტიციებით, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებაში იდება. მიმაჩნია, რომ რომ ეს სწორი გზაა“ - განაცხადა დევიდ ზერამ, რომელსაც მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი მენტორი და მრჩეველია სტარტაპის Screenz -https://scrnz.com/Screenz.

ის ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. დევიდ ზერა აგრეთვე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა: PAYLIX, Interatech,Monday.com“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა