ანონსი  30 მაისი

30 მაისს, 10:00 საათზე, მულტიფუნქციურ სივრცეში „ფაბრიკა“, ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ (ISC) მართავს INSPIRE ფორუმს: შვიდი სტრატეგია ბავშვთა მიმართ ძალადობის დასაძლევად, რომელსაც ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

საკონტაქტო: თამარ ივანიაძე 591 11 50 51

30 მაისს, 10.00 საათზე, სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ რიგით მეცხრე და საბოლოო შეხვედრას გამართავს თემაზე - ,,გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: 595 298989 გიორგი კოპალეიშვილი

30 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

30 მაისს 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: დავით გარეჯში შექმნილი ვითარება.

მის: ა.წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 მაისს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში სანდრო ბარამიძის და ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: მერიის პასუხი ბანერების გაკვრის მოთხოვნაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08;

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

30 მაისს, 11:00 საათზე, კახეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება.

ფორუმს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

მის: ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“

30 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

30 მაისს, 11:00 საათზე, "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს.

თემა: ავთანდილ ბოლქვაძის ოჯახის გამოსახლება.

მის: სამტრედია, მიქელაძის 20

საკონტაქტო: 577201920

30 მაისს, 11:30 საათზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო სამაშველოს დეპარტამენტის, ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს, კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ოთარ კუხალეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ხანძრის საშიშროება და არსებული საფრთხეები ტყის მასივებსა და საპიკნიკო ადგილებში; სანქციები; სტატისტიკა და რეკომენდაციები მოსახლეობას.

მის: მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

30 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

30 მაისს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კახეთის რეგიონის ექიმებს შეხვდება და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეებს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

მის.: თელავი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი, II სართული - ქართული უნივერსიტეტის ქ. №1

საკონტაქტო: ნინო ტალახაძე 595053605​

30 მაისს, 12:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი და მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლი ჰიუგო ზეტცერი.

30 მაისს, 12:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნა გაიმართება.

საკონტატო: 591 93 93 23 თეკლა ქველაძე

30 მაისს, 12.30 საათზე, თიბისი ბანკი და Livo.ge-ს წარმომადგენლები უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა, Livo.ge-ს პრეზენტაციას გამართავენ.

მის: კოსტავას 14 (სასტუმრო „სტამბა“)

30 მაისს 13:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“, ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თემა: მუნიციპალიტეტების ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორები.

მის: 26 მაისის მოედანი N1. საკონტაქტო პირი: 595 558181- ხათუნა მანწკავა

30 მაისს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მეხუთე პავილიონში გაიხსნება ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით „ნახატის ენა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 32 ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორის ნამუშევრები და ასევე საბავშვო წიგნები, სადაც ეს ნამუშევრები გვხვდება.

30 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქო სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართავს შეხვედრას.

თემა: „ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პრობლემები“.

შეხვედრაზე მიწვეული არიან ეკონომიკის, იუსტიციის, განათლების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

30 მაისს, 17:00 საათზე, სამხრეთ კორეული ავიაკომპანია “Korean Air” სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

30 მაისს, 18:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში შედგება ფილმ „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა საქართველოში.

30 მაისს, 19:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ლადო ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდება.

მის: ლადო ასათიანის #42.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო