თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი  ოფიციალურად გაიხსნება

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 30 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. კონფერენციაზე, პირველად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სფეროს წარმომადგენლები ქართველი და საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით იმსჯელებენ საავტორო უფლებების, საგანმანათლებლო გამოწვევების, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლების შესახებ.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი და მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლი ჰიუგო ზეტცერი.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობას მიიღებენ: Fili-ს (ფინური ლიტერატურის ფონდი) დირექტორი - ტიია სტრანდენი კავკასიაში ფინეთის ელჩის ოფისის მეორე მდივანი - ტარია პარკინენი , ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფესტივალის სპეციალური სტუმარები, რუსი მწერალი სერგეი ლებედევი ავსტრიელი მწერალი რობერტ მენასე.

ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ეყოლება ფოკუს ქვეყანა და 2019 წელს ამ სტატუსით ფინეთი ისარგებლებს. 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ფინელი მწერლები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი. ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები გამართავენ შეხვედრებსა და პანელ დისკუსიებს ქართველ მწერლებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ოთხი პავილიონი: მე-3, მე-5, მე-6 და მე-11 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა