მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის თაობაზე გაცემული დოკუმენტი მინისტრთა კაბინეტის არც ერთ წევრთან შეთანხმებული არ ყოფილა

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის თაობაზე გაცემული დოკუმენტი მინისტრთა კაბინეტის არც ერთ წევრთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტი გაუქმდა.

„მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ ეს ინფორმაცია ამ სახით შევიტყვეთ, ეს არ იყო ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა, არამედ იყო კონკრეტულად მიწის სარგებლობის გარკვეული პირობების დადგენა. თუმცა, ბრძანება ამ პირობების დადგენის თაობაზე გაცემული იქნა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის მიერ, ესეც იყო გაცემული ისეთი სახით, რომ ნათია თურნავასთან ეს საკითხი არ იყო შეთანხმებული. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის არც ერთმა წევრმა ამის თაობაზე არ ვიცოდით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა