ბათუმში კამპანიის „მაისის გაზომვების თვე  2019“ დახურვის ღონისძიება გაიმართება

31 მაისს, ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება ფართომასშტაბიანი კამპანიის დახურვა: მაისის გაზომვების თვე 2019.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 17 მაისს, რომლის მნიშვნელობასაც ხაზი ესმება მსოფლიო კამპანიით - ,,მაისის გაზომვების თვე 2019’’.

მათივე ინფორმაციით, საქართველო 90 ქვეყანასთან ერთად, წელს უკვე მესამედ უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას. კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

2017-2018 წლებში 20 000 -მდე ადამიანმა გაიზომა და შეაფასა წნევა, რომელიც მიღწეულია 500-მდე მოხალისე ექიმის მონაწილეობით.

2018 წელს ჟურნალ ,,ლანცეტში“ გამოქვეყნდა 2017 წლის შედეგები, ხოლო ახლახან გამოცემულ European Heart Journal-ში 39 ქვეყანას შორის საქართველოს მონაცემებიც დაიბეჭდა.

არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აჭარის რეგიონში დაგეგმილია:

31 მაისი 11:00 საათი –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზჯანდაცვის ცენტრი, ვახტანგ გორგასლის 141/143,ჩატარდება საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელ ქალთა კვლევა –გულსისხლძარღვთა სისტემის რისკის შესაფასებლად დინამიკაში(2018–2019). გასინჯვებში მონაწილეობას მიიღებენ აკად.წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები.

31 მაისი 11:00 საათი - ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ნინოშვილის/რუსთაველის 35/32.მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

1 ივნისი 12:00 საათი – შუახევი, ყიჭაური–საუბნო ამბულატორია და გვირაბის მშენებელთა ორგანიზებული პოპულაცია. საექიმო გასინჯვები წინამძღვრიშვილის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმების მონაწილეობით.

2 ივნისი 13:00 საათი - ხელვაჩაურის რაიონი, ახალსოფელი ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა