ანონსი 31 მაისი

31 მაისს, 10.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, კონფერენცია გაიხსნება თემაზე - „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“. კონფერენციას დაესწრებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე.

მის: თამარ ჭოველიძის ქ. 7

31 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს აი-პი-ეი “ჯეიპა“ (GeIPA) ოფიციალურად გაიხსნება. „ჯეიპა” საქართველოში წარმოადგენს ოთხ საერთაშორისო ორგანიზაციას: მსოფლიოს თავისუფალი და სპეციალური ეკონომიკური ზონების ფედერაცია (FEMOZA); ბიზნეს-ანგელოზთა მსოფლიო საინვესტიციო ფორუმი (WBAF); “ერთი სარტყელი, ერთი გზა" (BRI) და BP & partners.

მის.: სასტუმრო „ბილტმორი“. რუსთაველის გამზირი 29.

საკონტაქტო: ნათია ღლონტი 597 970 337.

31 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული წარმატებული მოსწავლეები დაესწრებიან. ღონისძიებას დაესწრება მწერალი გურამ დოჩანაშვილი, რომელიც მოსწავლეეების კითხვებს უპასუხებს და საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებს.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

31 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აღინიშნება დღე - მსოფლიო თამბაქოს გარეშე.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

31 მაისს, 11:00 საათზე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: სამართლებრივი ომი ოკუპანტებს - რა სარჩელს ამზადებს უმაღლესი საბჭო ჰააგისთვის და ადამიანთა წამების კატასტროფული ვითარება გალის რაიონში.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

31 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2019 წლის აპრილი

მის: დადიანის #30

31 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საბანკო და საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე პრესკონფერნციას გამართავს.

თემა: ლარის კურსი. ანაკლიის პორტის საკითხი.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო.: 593 53 45 24

31 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მე-4 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

მის: სანაპიროს 2

31 მაისს 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელ ქალთა კვლევა ჩატარდება. კვლევას ჩაატარებენ აკადემიკოს წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები.

მის: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 141/143

31 მაისს 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია ჩატარდება.

მის: ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32

31 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

31 მაისს, 12:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტს ეწვევიან ოსლოს ქალაქის პროკურორი რუნარ ტორგერსენი და ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს ლოვლი. სტუმრები ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე: სისხლის სამართლებრივი შეურაცხადობა: კონცეფცია და მტკიცებულებები.

მის: ჭავჭავაძის 53ა

31 მაისს, 14:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პროფესიულ განათლებაში მასწავლებლების ხარისხის ამაღლების პროექტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

მის: თამარ ჭოველიძის 7, სასტუმრო „რუმსი“

31 მაისს, 15:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ლაგოდეხში მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობით, ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრება.

მის:ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქუჩა #20, ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საკონცერტო დარბაზი“

საკონტაქტო: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

31 მაისს, 15:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო: ქეთი ლაცაბიძე 555 22 30 0

31 მაისს, 18:00 საათზე, „პროფესიული ორიენტაციის დარგში მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ დაჯილდოება გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ VI-ისკორპუსში

მის: სულხან ცინცაძის 63

საკონტაქტო: მერი ტარიელაშვილი 599445009

31 მაისს, 19:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდება.

შეხვედრა ამავე ქუჩაზე მდებარე შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

კორეის პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის ჩუნ ჰი ჯას და პროექტების მენეჯერის იესუალ ლის ვიზიტის პროგრამა

10:30-12:00 საათზე, კორეის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ეწვევიან საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს, სადაც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შალვა მაისურაძესთან, პარასპორტსმენებთან.

14:00-14:30 საათზე, კორეის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში.

15:00-15:30 საათზე, კორეის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პარლამენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა