შალვა თადუმაძე - ჩვენ შევძელით უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირებისთვის დაგვემტკიცებინა წარდგენილი სახელმწიფო ბრალდება

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურამ შეძლო უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირები წარედგინა მართლმსაჯულების წინაშე და დაემტკიცებინა წარდგენილი სახელმწიფო ბრალდება.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში ჩვენმა პროკურორებმა შეძლეს წარდგენილი ბრალდებები დაემტკიცებინათ და დამნაშავეები, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე იყვნენ წარდგენილნი, შესაბამისი, ადეკვატური სასჯელით გასამართლდნენ“, -აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის წარმატების გარანტი არის ღირსეული თანამშრომლობა პარტნიორებთან, ცოდნაზე დაფუძნებული სახელმწიფო ბრალდება და დამოუკიდებელი საპროკურორო საქმიანობა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა