პარლამენტმა დეპუტატების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო

პარლამენტმა დეპუტატების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. საუბარია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას, შედეგით - 26 მომხრე, 6 - წინააღმდეგი, ჩავარდა.

ბესელია-ფოფხაძის პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციულ საქმეებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებას ითვალისწინებს. არსებული რეგულაციით კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

პარლამენტის 29 მაისის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბესელია-ფოფხაძის პროექტზე უარყოფითი დასკვნა წარადგინა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ახალ საკანონმდებლო პროექტს თავად მოამზადებს.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სწორად და ლოგიკურად აღსრულების შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც პოზიციების შეჯება ვერ მოხდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს