ოთარ კახიძე - უცნაურია, "ქართულმა ოცნებამ" სხვა ქვეყნებსაც რატომ არ მიმართა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით?!

უცნაურია, "ქართულმა ოცნებამ" სხვა ქვეყნებსაც რატომ არ მიმართა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით?! - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ამისთვის ექსტრადირების მოთხოვნა საჭირო არ არის.

"ჩემთვის უცნაურია ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან სპეკულირება, იმიტომ, რომ მე თუ არ ვცდები, სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ჰოლანდიაში, ბელგიაში, იტალიაში და არც ერთი ამ ქვეყნისთვის არ მიუმართავთ ექსტრადირების მოთხოვნით. რატომ არ მიმართეს ამ ქვეყნებს?! შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ მათი სისხლის სამართლის საქმეები მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, რაც უკვე დაადასტურა ინტერპოლმა, ასევე ბრიტანეთის და საფრანგეთის სასამართლოებმა და ალბათ, თავის მოჭრას ერიდებიან. რაც შეეხება თავად სააკაშვილს, თუ მას ჩამოსვლა უნდა, ექსტრადირების მოთხოვნა ამისთვის საჭირო არ არის, მაგრამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბაქი-ბუქი ექსტრადირებაზე, სასაცილოა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა