მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარედ, კაფის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარედ კაფის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ორ მამაკაცს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი კაფის ვიტრინა დაზიანდა. მათ ასევე ადგილზე მისულ სამართალდამცველებსაც გაუწიეს წინააღმდეგობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ერთი პირი ადმინისტრაციული, ხოლო მეორე სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარჯანიშვილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს ხოლო, მეორე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით, რაც პოლიციელის წინააღმდეგობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს