ადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, ის დუმილის უფლებას იყენებს

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედავება, რაც ბიუჯეტიდან თანხის მითვისება-გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატების ნაწილმა ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.

როგორც ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ განაცხადა, ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დუმილის უფლებას იყენებს.

მისივე ინფორმაციით, მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს