ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერს - შემოიტანეთ აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ

ბატონო მამუკა, შემოიტანეთ აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ, ოღონდ თქვენ შემოიტანეთ,“ - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მამუკა ბახტაძის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს. დეპუტატმა პრემიერს იმის შესახებ ჰკითხა, რატომ ჭიანურდება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღება.

„ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციებს, რომელსაც თქვენ შეგვპირდით 1 წლის წინ და რომელსაც ყოველთვიურად აჭიანურებთ? ჩვენც გვატყუებთ, საპატრიარქოსაც ატყუებთ და საქართველოს მოქალაქეებსაც. ყოველი მეორე ახალგაზრდაა ჩართული აზარტულ თამაშებში. რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა გაუბედაობაა. თქვენ ჩემზე კარგად არ იცით, რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა? რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციების შემოტანა. ან რა იყო იმ რეკლამის კანონის ჩაგდება? თქვენც იყავით მონაწილე, რომ ეს ჩავარდნილიყო. ჩემს გამო გააკეთეთ? ბატონო მამუკა, შემოიტანეთ აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ, ოღონდ თქვენ შემოიტანეთ,“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა მამუკა ბახტაძეს.

ამასთან, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკონომიკის ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებთან დაკავშირებითაც დასვა კითხვა. ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერს იმის განმარტება სთხოვა, რატომ დანიშნა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე „ცუდი რეპუტაციული წარსულის მქონე“ ნათია თურნავა.

„რატომ გაუშვით გიორგი ქობულია და რატომ დანიშნეთ ამ თანამდებობაზე ადამიანი, რომელსაც არ აქვს კარგი რეპუტაციული წარსული, დაკავშირებულია ოდიოზურ ბიზნესმენებთან და მათი ინტერესების შესრულებასთან, მათ კომპანიებშია ნამუშევარი, დღესაც მათ ინტერესებს იცავს სამინისტროში და რა იყო გუშინდელი გადაწყვეტილება? და მერე რა იყო ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა. ჩემგან დღის წესრიგში დგას მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი,“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა