ხათუნა გოგორიშვილი - როდესაც უაზრო რეგულაციით, მინიმუმ 26 593 ადამიანს გაუუარესდა ცხოვრება, როგორ შეიძლება დღეს პრემიერი არ ამბობდეს, რომ ეს რეგულაციები შესაცვლელია

როდესაც თქვენი უაზრო რეგულაციით, მინიმუმ 26 593 ადამიანს უკვე გაუუარესდა ცხოვრება, როგორ შეიძლება დღეს პრემიერ-მინისტრი არ ამბობდეს, რომ ეს რეგულაციები შესაცვლელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერის 20 მარტის განცხადების შემდეგ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მთავრობამ გააცნობიერა იმ საბანკო რეგულაციების შედეგები, რომელიც უკვე ორ თვეში დადგა და 26 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუქმნა პრობლემები. ამასთან, გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერის ტონი საბანკო რეგულაციების გადახედვაზე რადიკალურად განსხვავდებოდა ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან.

„ადამიანი, რომელსაც წელიწადში 405 ათასი აქვს შემოსავალი, ვერ ხედავს პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 26 593 ადამიანს, იანვარ-თებერვლის განმავლობაში, უარი უთხრეს 5000 ლარზე ნაკლები სესხის მიღებაზე, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. კობა გვენეტაძე სხვა საქართველოში ცხოვრობს, ასტრალშია გასული. მაგრამ მეგონა, რომ თქვენ ცოტა ახლოს იყავით რეალურ საქართველოსთან და ეს განცხადებები ამით იყო ნაკარნახევი. ამ ორ თვეში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი ვისაც უარი ეთქვა სესხზე. დაახლოებით მაინც თუ წარმოგიდგენიათ რატომ შეიძლება მივიდეს ადამიანი ბანკში და მოითხოვოს 5000 ან 5000 ლარზე ნაკლები სესხი?! ხომ ხვდებით, რომ ძირითადად ეს არის ჯანმრთელობასთან და წამლებთან დაკავშირებული ხარჯები. როდესაც თქვენი უაზრო რეგულაციით, მინიმუმ 26 593 ადამიანს უკვე გაუუარესდა ცხოვრება, როგორ შეიძლება დღეს პრემიერ-მინისტრი არ ამბობდეს, რომ ეს რეგულაციები შესაცვლელია“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა