მამუკა ბახტაძე - მსურს, ჩემს პოლიტიკურ გუნდს მოვუწოდო, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დროულად მისაღებია

მართლა ხომ აქვს ყველაფერს თავისი ჩარჩოები - აღმასრულებელ ხელისუფლებაში მე ვიყავი აზარტული თამაშების შესახებ პროექტის ინიციატორი, რომელიც პარლამენტში იხილება, - ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში მოწვეულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის პასუხად განაცხადა.

“თუ გსურთ ჩემი დამოკიდებულება გაიგოთ, კიდევ ერთხელ მსურს ყველას მოვუწოდო, მათ შორის ჩემს პოლიტიკურ გუნდს, ეს კანონი რაც შეიძლება დროულად არის მისაღები. ხომ აქვს ყველაფერს თავისი ჩარჩო - მე დამაბრალო, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიღება არ მინდა, როცა მე გავაკეთე პროექტის ინიცირება ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. მესმის, რომ 2020 წლის არჩენებისთვის ემზადებით, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს უყურებს და ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პლენარულ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა ბახტაძის ჰკითხა, თუ რატომ ჭიანურდება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღება.

“ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციებს, რომელსაც თქვენ შეგვპირდით ერთი წლის წინ და ყოველთვიურად აჭიანურებთ. ჩვენც გვატყუებთ, საპატრიარქოსაც ატყუებთ და საქართველოს მოქალაქეებსაც. ყოველი მეორე ახალგაზრდაა ჩართული აზარტულ თამაშებში. რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა გაუბედაობაა. თქვენ ჩემზე კარგად არ იცით, რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა? რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციების შემოტანა ან რა იყო იმ რეკლამის კანონის ჩაგდება? თქვენც იყავით მონაწილე, რომ ეს ჩავარდნილიყო. ჩემს გამო გააკეთეთ? ბატონო მამუკა, შემოიტანეთ აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ, ოღონდ თქვენ შემოიტანეთ,“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა მამუკა ბახტაძეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა