გიგა ბოკერია თამარ ჟვანიას - მე მინდა მოგთხოვოთ: გაგვაგონეთ თქვენი ხმა იმიტომ, რომ თქვენს ხმას მნიშვნელობა აქვს

„მე მინდა მოგთხოვოთ: გაგვაგონეთ თქვენი ხმა იმიტომ, რომ თქვენს ხმას მნიშვნელობა აქვს,“ - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართა. ბოკერიას განცხადებით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ძალადობებზე შეფასება უნდა გააკეთოს, ვინაიდან, ის ვალდებულია დაინტერესებული იყოს კლიმატით, რომელიც არჩევნებში თავისუფლებას და კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

„საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობას, მერე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები, რომ ეს ძალადობები რაღაცნაირად გამართლებულია წარსულით, ხალხის აღშფოთებით, რომ ოპონენტებს მორალური უფლება არ აქვთ და ა.შ. მე მესმის, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ცესკოს უშუალო კომპეტენციაში არ არის, მაგრამ თქვენ პოლიტიკურად პასუხისმგებელი ხართ და ვალდებული ხართ, დაინტერესებული უნდა იყოთ კლიმატით, რომელიც არჩევნებში თავისუფლებას და კონკურენტუნარიანობას მინიმალურად მაინც უზრუნველყოფს.

რატომ არ შეაფასეთ ეს ფაქტები ქალბატონო თამარ? იქნებ ახლა მაინც გვითხრათ მკაფიოდ, რომ თქვენ შეშფოთებული ხართ ხელისუფლების მხრიდან მოძალადეების დაუსჯელობით, ამ ფაქტების გამოუძიებლობით და ა.შ. მე მინდა მოგთხოვოთ: გაგვაგონეთ თქვენი ხმა იმიტომ, რომ თქვენს ხმას მნიშვნელობა აქვს,“ - მიმართა ბოკერიამ თამარ ჟვანიას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა