მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე ჩატარდება.

ამ მიმართულებით რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

როგორც შს სამინისტრო განმარტავს, გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს როგორც ევროდირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირდეს და საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონე ამაღლდეს.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა სხვა ცვლილებების აუცილებლობასაც წარმოშობს. კანონპროექტით პირს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაშვებული იქნება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, აღნიშნული გამოცდის მიმდინარეობისას უფლება ექნება სატრანსპორტო საშუალება მართოს და იგი მძღოლად ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, გამოცდის მიმდინარეობისას, მის მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები და აკრძალვები, რომელიც მართვის უფლების არმქონე ან მართვის უფლება შეჩერებული/ჩამორთმეული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვას ეხება.

როგორც შს სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკული გამოცდისთვის რეალური საგზაო მოძრაობის კომპონენტის დამატება იმის აუცილებლობას წარმოშობს, რომ მოტოციკლით/მოტორიზებული ტრიციკლით სასწავლო სვლა დაშვებულ იქნას ქუჩებშიც, სასწავლო სვლისთვის გამოყოფილ სპეციალურ მარშრუტებზე, რაც დღეისათვის აკრძალულია.

ამასთან, სასწავლო სვლის დროს, როგორც მოტოციკლი/მოტორიზებული ტრიციკლი, ასევე პირი, რომელიც მართავს მას, აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოებისთვის საჭირო შესაბამისი საშუალებებით.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ბიუროს 3 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა