ანონსი  1 ივნისი

1 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოკას მამათა მონასტრში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრება, რის შემდეგაც მსვლელობას შეუერთდება, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.

1 ივნისს, 11:00 საათზე, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციაში ცვლილებების მოთხოვნით, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების კამპანია "კლანი უნდა წავიდეს" დაიწყება.

1 ივნისს, 11:00 საათზე, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში, ფსიქო-სოციალური სერვისის პრეზენტაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრება.

მის: ჭავჭავაძის 33 (ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრი);

საკონტაქტო: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009​

1 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით, პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, მორიგი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს მიეძღვნება.

მის: თავისუფლების 2

1 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავს.

1 ივნისს 12:00 საათზე, 2008 წლის აგვისტოს ომში და საბრძოლო მისიებში დაჭრილი/დაშავებული სამხრდრო მოსამსახურეების შვილებს ანსამბლი “ერისიონი” უმასპინძლებს. ანსამბლის წევრები ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიულოცავენ და მათთვის კონცერტს გამართავენ.

ღინისძიებას თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

მის: რუსთაველის 16

საქონტაქტო “ერისიონის” პიარმენეჯერი - ხატია მუსერიძე 555 47 16 96

თავდაცვის სამინისტრო - თამუნა მიქელაძე - 591 55 17 18

1 ივნისს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებას ჩუღურეთის მაჟორიტარი, რიმა ბერაძე და ადგილობრივი ბავშვები დაესწრებიან.

მის: პაატა სააკაძის 1; სვანეთის უბანი.

საკონტაქტო - მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

1 ივნისს, 14:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში შალვა შავგულიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: მოსამართლეები.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 ივნისს, 19.00 საათზე, მწერალ გურამ ოდიშარიას ახალი წიგნის „შენთანუშენოდ“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში. პავილიონი # 11 (გამოფენის ტერიტორიაზე) წერეთლის გამზირი, 118

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა