ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას მიერ გაუქმებული ბრძანების დანართს ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ მინისტრის მიერ გაუქმებული ბრძანების დანართი მიაწოდა, რომელიც 2 მაისს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ კაკაურიძის ბრძანებას მოჰყვებოდა.

ბრძანების დანართში საუბარია იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც კორპორაცია “ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. კერძოდ, დანართში 8 საკადასტრო კოდია მითითებული, აქედან 2 მიწის ნაკვეთის მფლობელი თავად სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურია“, ხოლო დანარჩენი ნაკვეთები საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სახელმწიფოს ეკუთვნის. ამასთან , დანართის მიხედვით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ ითვალისწინებს ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში კი დაჯარიმებას ითვალისწინებს.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პირველი სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ ითვალისწინებს ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას და სამშენებლო დოკუმენტის შეთანხმებამდე და მშენებლობის ნებართვის გაცემამდე წარმოებულ უნებართვო მშენებლობაზე გავრცელდება კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმები”,- წერია დანართში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. კაკაურიძის გათავისუფლების მიზეზი მისივე ბრძანება გახდა, რომლის ფარგლებშიც სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კაკაურიძემ ბრძანება მისი და მთავრობის მოქმედი გუნდის სხვა წევრების ინფორმირების გარეშე, დარღვევებით გასცა და ინვესტორი მშენებლობას იმ მიწაზე აპირებდა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და თავის მხრივ ამის შესახებ არც „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „ იყო ინფორმირებული. ამასთან, გუშინვე გრიგოლ კაკაურიძემ დაადასტურა, რომ ბრძანების შესახებ მინისტრი საქმის კურსში არ ჩაუყენებია და ამასთან, ბრძანება ხარვეზებით გაიცა.

იხილეთ დანართი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა