წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე, 12 ივლისამდე გაგრძელდება

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე გრძელდება. იწყება დღეიდან და გრძელდება 12 ივლისამდე, როცა პატრიარქი, საღამოს ლოცავს ამ მომლოცველების ჯგუფს, - ამის შესახებ კუმურდოს და კარის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა ფოკას მამათა მონასტერში "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, სავარაუდოდ, სოფელ საღამომდე გაივლის წმინდა ნინოს გზას, რომელიც მონასტრიდან რამდენიმე საათის სავალზეა.

„წმინდა ნინოს შემოსვლასთან დაკავშირებით წირვა დაიწყება ღია ცის ქვეშ, ფარავნის ტბასთან, სადაც ღამე გაათია წმინდა ნინომ. იმ ადგილზე, დაახლოებით 30 წელია წირვა სრულდება და სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, დაიწყება ლოცვითი მსვლელობა წმინდა ნინოს გზაზე, რომელიც უკვე 1989 წლიდან, ყოველწლიურად ეწყობა და 12 ივლისამდე გრძელდება ეს ლოცვითი მსვლელობა", - განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, წელს ამ ლოცვით მსვლელობაში, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები მიიღებენ მონაწილეობას.

„დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ყველა ვინც აქ იქნება, ის ჯგუფი, ვინც მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას, დაილოცება და ვინც აქ იქნებიან, შეეძლებათ, რომ თუნდაც ერთი დღე მაინც გაიარონ წმინდა ნინოს გზა. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებიც აპირებენ, რომ მიიღონ მსვლელობაში მონაწილეობა", - აღნიშნა მღვდელმსახურმა.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!