რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს წმიდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

დღეს საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ, ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში.

„ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მოიხსენიებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!