„ბიბისი“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე წერს, რომელიც ბრალდებულ იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემას შეეხება

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა სუმბაევის ადვოკატებმა ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. მისი ადვოკატი ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. სუმბაევს ბრალი თაღლითობასა და ჰაკერობაში ედება. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოძების ვერსიით, 2013-2014 წლებში ჰაკერები დანაშაულებრივად ითვისებდნენ ტურისტული სააგენტოების სახსრებს, მათი სახელით აფორმებდნენ ფიქტიურ სარკინიზო ბილეთებს. ამ საქმეს იძიებდა ვიცე-პოლკოვნიკი ევგენია შიშკინა, რომელიც შარშან, 10 ოქტომბერს, მოსკოვის გარეუბანში საკუთარ სახლთან მოკლეს. სუმბაევი ინტერპოლის ბიურომ 2018 წლის ნოემბერში თბილისში დააპატიმრა. საქართველოში ჩამოსვლამდე ის გარკვეული ხნის განმავლობაში ჩერნოგორიაში იმალებოდა.

ბილეთების და ტურისტული კომპანიების საქმის გარდა იაროსლავ სუმბაევი საერთაშორისო ძებნაში იყო საბანკო ბარათებიდან თანხის მოპარვისთვის ბანკომატების ყალბი დამთვლელი მოწყობილობებით. ამასთან, სუმბაევს რუსეთში შეიძლება ბრალი წაუყენონ ვიცე-პოლკოვნიკ ევგენია შიშკინას მკვლელობის ორგანიზებისთვის. მკვლელობის უშუალო შემსრულებლები უკვე დაკავებულები არიან და მათ ბრალიც უკვე აღიარეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა