ილია მეორე - დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს

დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში განაცხადა.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევაი ქართლისაი. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ეს ყველაფერი ღვთის წყალობით მოხდა. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ზეიმობს მთელი საქართველო, დიდი საზეიმო წირვა აღესრულება მთელ საქართველოში.

ბოდბეში, თქვენ იცით, რომ აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი დასჭირდა იმას, რომ აშენებულიყო ეს ტაძარი. თქვენ იცით, წმინდა ნინომ ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი, თანამედროვე საქართველომ ააშენა წმინდა ნინოს ტაძარი. წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - განაცხადა პატრიარქმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა