ეროვნული თავდაცვის აკადემია უახლესი ტექნიკითა და სასწავლო საშუალებებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახლად გახსნილი თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს გააცნო ფიზიკის, ქიმიის, მექანიკის, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის სასწავლო ლაბორატორიები, რომლებიც უახლესი ტექნიკური მოწყობილობებითა და საშუალებებით არის აღჭურვილი. ლევან იზორიამ დაათვალიერა საცეცხლე მომზადების, სამხედრო ტოპოგრაფიისა და საინჟინრო მომზადების ახალი საკლასო ოთახებიც, სადაც სადემონსტრაციო და საიმიტაციო საშუალებებია განთავსებული.

სამხედრო სასწავლებლის ახალ შესაძლებლობებს, მინისტრთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, ეთა-ს თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები სასწავლო პროცესში იუნკერების მაქსიმალურ ჩართულობასა და თეორიული ცოდნის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა