მამუკა ბახტაძე -  ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, აქვს მოსამართლეთა  კონკურსში მონაწილეობის უფლება

მთავარი ჩემთვის და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უზენაესი მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნასთან დაკავშირებით ნიკორწმინდაში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება, თუმცა საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ადამიანის შერჩევა გამჭვირვალედ, უმაღლესი სტაანდარტების დაცვით ხდება.

“ეს იყო ის შემთხვევა, სადაც ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით და რეალურად ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მთავარი რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა