ადვოკატისთვის გაუგებარია, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან გ.ბ-ს რატომ დაუმძიმა სასჯელის ვადა სააპელაციო სასამართლომ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გ.ბ-ს ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დაუმძიმა სასჯელის ვადა სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ სარალიძის ეპიზოდში დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია.

„სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ასევე დადუნაშვილის ეპიზოდში, რასაც დაცვის მხარე აპელირებდა, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მოხდა ერთი გაურკვეველი რამ - გ.ბ.-ს ჰქონდა მისჯილი 10 წელი და 6 თვე, სასამართლომ ახალი განაჩენით მას 11 წელი და 3 თვე მიუსაჯა. გაუგებარია, რატომ დაამძიმა სასჯელი, იმ ფონზე, როცა სარალიძის ეპიზოდში სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა. ეს არ განუმარტავს სასამართლოს. როდესაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, იმედია იქ ვნახავთ მსჯელობას", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

მისივე თქმით, სასამართლომ არ გაიზიარა კვლავ მიხეილ კალანდიას ჩვენება.

„კალანდიას ჩვენება არ მიიჩნია ისევ სანდოდ. მისი ჩვენება რომ სანდო ყოფილიყო, სააპელაციო სასამართლო დაამძიმებდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ სახეზე გვაქვს დაუდგენელი პირები, რომ კონკრეტული ბრალდებული მოქმედებდა დაუდგენელ პირებთან ერთად", - განაცხადა გ.ბ.-ს ადვოკატმა.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად.

რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრუწლოვანი - გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავრდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ.ჯ. ცნობილ იქნა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გ.ბ. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. გ.ჯ.-ს ადვოკატები მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ, კერძოდ, კი, გ.ჯ.-ს დავით სარალიძის სხეულის განზრახ დაზიანებაში დამნაშავედ ცნობას, გ.ბ.-ს შემთხვევაში კი, მის სრულად გამართლებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა