გია ვოლსკი - ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს

ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ავსტრიის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.

გია ვოლსკის განცხადებით, თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ.

“ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი განცხადება. თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, რაც ახასიათებს ევროპულ ქვეყნებს, აშშ-ს, ამაზე საქართველომ, ხელისუფლებამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა მიიღოს, თუმცა მთავრი თემა რაც არის, ეს არის შეფასება, რეიტინგები, რომელიც გაცილებით უფრო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ნებისმიერი ელჩის მიერ შეიძლება იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკომ ინტერვიუში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. როგორც მან აღნიშნა - „მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება“.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა