ზაზა თავაძე - მჯერა, რომ შემწევს უნარი, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ გაძლიერებაში

სამართლის სფეროში ჩემი თითქმის 20 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ და სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის პრაქტიკა მაძლევს რწმენის საფუძველს, რომ, განწესების შემთხვევაში, წარმატებით შევძლებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც თავაძის განცხადებაშია ნათქვამი, აქვს პროფესიული მოტივაცია, კარიერა მართლმსაჯულების სფეროში გააგრძელოს.

„იმ ფონზე, როდესაც ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოში იწურება, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, მაქვს პროფესიული მოტივაცია, კარიერა მართლმსაჯულების სფეროში გავაგრძელო. მჯერა, რომ შემწევს უნარი, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ გაძლიერებაში და ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაში“, - აცხადებს თავაძე.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა