ბოცვანას საგარეო საქმეთა მინისტრი - ბოცვანას და საქართველოს კარგად ესმით, რომ თითოეული ხმა და ნებისმიერი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი

ბოცვანას და საქართველოს კარგად ესმით, რომ თითოეული ხმა და ნებისმიერი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მდიდარია ან მცირე, - ამის შესახებ ბოცვანას საგარეო საქმეთა მინისტრმა, იუნითი დოუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იუნითი დოუს თქმით, ის მაღალ შეფასებას აძლევს საკითხს, რომ ბოცვანას და საქართველოს ესმით მსოფლიოს ყველა მოთხოვნა.

„ჩემი მთავრობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს. ვცდებით პოლიტიკურ ურთიერთობებს და კულტურას, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, განათლებას მივმართავთ. რა თქმა უნდა, როდესაც აღნიშნული სექტორები ერთმანეთს ერწყმის, ჩვენ ვიღებთ ურთიერთგაგების ქსელს.

საკმარისი არ არის ქვეყანა მხოლოდ თავის რეგიონში ჩაიკეტოს, ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ხელი გაუწოდოს ოკეანეების გადაღმა სხვა ქვეყნებს. აფრიკის კონტინენტის ცენტრში, ჩვენ გვწამს, რომ გვაქვს უფლებები და მოვალეობები, რომ შევიტანოთ წვლილი მსოფლიოს განვითარებაში. უფლება და ვალდებულება გვაქვს, რომ გამოვიდეთ ჩვენი სამეზობლოდან და გაცილებით მეტი გავაკეთოთ“, - განაცხადა იუნითი დოუმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა