სტუდენტებმა სტიპენდიების დაგვიანება გააპროტესტეს

სტუდენტები სტიპენდიების დაგვიანებას აპროტესტებენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ივიკო შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სტუდენტები განათლების სამინისტროს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

„ჩვენი დღევანდელი მსვლელობის მთვარი მიზანია გავაპროტესტოთ განათლების სამინისტროს არაკვალიფიციური და არაპროფესიონალური მიდგომა სტუდენტების მიმართ, რადგან მათ სასტიპენდიო სიების გამოცემის ბრძანება საკმაოდ დიდი ხნით დააგვიანეს. მათ არათუ დააგვიანეს, არამედ განსაზღვრულიც კი არ არის ზუსტი თარიღი, თუ როდის გამოქვეყნდება აღნიშნული ბრძანება და სტუდენტები საკმაოდ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. თავისუფლად შეიძლება მათ კიდევ რამდენიმე დღით გადაავადონ აღნიშნული ბრძანების გამოცემა და ამის გასაკონტროლებლად ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. მათ შორის არ არსებობს კანონი და არც არაფერი, რაც ამ ყველაფერს გააკონტროლებს და დაარეგულირებს“, - განაცხადა ივიკო შენგელიამ.

სტუდენტების თქმით, განათლების სამინისტროს ამგვარი არაკვალიფიციური დამოკიდებულების გამო ბევრ სტუდენტს შეიძლება შეექმნას პრობლემა, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი, ფაქტობრივად, ამ თანხაზეა დამოკიდებული, ამით ირჩენს თავს და სწორედ ამ თანხით იხდის ბინის ქირას.

„ამ თანხის დაგვიანება და მათი ასეთი არაპროფესიონალური მოპყრობა პირდაპირ ურტყამს სტუდენტებს და მათ უფლებებს. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო მოგვიდგეს სწორად და პატივი გვცენ ჩვენ, სტუდენტებს", - აცხადებენ სტუდენტები.

მათივე განმარტებით, მსვლელობა მშვიდობიანია და ისინი მარჯანიშვილის მეტროდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

სტიპენდიების დაგვიანებას რამდენიმე უნივერსიტეტის, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილოს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა