გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი USTR წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის (USTR) წარმომადგენლებს შეხვდა.

ხატია წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე.

„შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე ვისაუბრეთ; ყურადღება ქვეყანაში სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა. მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის საკითხის განხილვა“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ჩიმაკაძე, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა